შეყვარებული ვაჟა

                 „შენს სხივებს ვენაცვალეო“
      პირველი სიყვარული სულ ადრე სწვევია  ვაჟას,ვინ იყო მისი ბალღური გულის რჩეული,მაგრამ მისივე მონათხრობით ვგებულობთ,რომ 10 წლის ბიჭს გული შეუფრთქიალა თურმე სიყვარულის გრძნობამ და ის ისეთი შალისა იყო,რომ ვერასოდეს დაივიწყაათი წლისა უკვე შეყვარებული გახლდით, მაგრამ რამდენადაც ძლიერი იყო ეს ჩემი სიყვარული იმდენად გაუბედავი,დამალული,უსიტყვო.რომ ვგონებ ვინც მიყვარდა იმანაც არ იცოდა.მე კი თუ მუდამ დღე არ მენახა თვალით ,მოვკვდებოდი   რის გამოც,როცა დროს ვიხელთებდი,უდა გავქცეულიყავი იქ,საცა ჩემისატრფომეგულებოდა, რომ დამენახა დავმტკბარიყავი მისი ცქერით. ჩემი სიყვარულისა მევე მრცხვენოდა,ეს სიყვარული დანასაულად მიმაჩნდა და როგორ განუცხადებდი სატრფოს! მალე იძულებული  შევიქენი გავშორებოდი თელავს  და  ჩემს  სატრფოს.“შორით კვდომა,’შორით დაგვა“  იყო ჩემი ნუგეში.
       ვაჟა პირას ცხოვრებაში უიღბლო კაცი იყო.მთელი თავისი ცხოვრება ჭაპანწყვეტაში გაატარა.გუთანს ეკიდა, ხნავდა ,თესავდა,მკიდა, მაინც ღარიბად ცხოვრობდა, პირველი სიყვარული მალე გარდაეცვალა.
      სოფელ ოთარაშენში შინამასწავლებლად იყო ამილახვრებთან ვაჟა, აქ გაიცნო ეკატერინე(კეკე) ნებიერიძე, მომავალი მეუღლე.ვაჟა მკვიდრდება ჩარგალში,არ აციებს მამისეულ კერას. მას და კეკეს ოთხი შვილი შეეძინებათ, მაგრამ მოულოდნელად 1902 წელს  კეკე გარდაიცვლება. პოეტი ამ დროს ყვარელში  ყოფილა დასთან, ნადირობისას შეიტყობს მეუღლის გარდაცვალებას... ზამთარის გამო ვაჟა ჩარგალში გვიან ავიდა და კეკე უკვე დაკრძალული დაუხვდა, პოეტის ქალიშვილი გულქანი იხსენებს  მის მოსვლას: ,, მამა რომ მოვიდა, უხმოდ შემოვიდა, ჩვენც გასუსულები შევცქეროდით.შემდეგ ფანდური გადმოიღო სიმღერა დაიწყო.
,,იას უთხარით ტურფასა,
 მოვა და შეგჭამს ჭიაო.
მაგრე. მოხდენით,ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო.
შენ თუ გგონია სიცოცხლე-
სამოთხის კარი ღიაო,
ნუ მოხვალ მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა,ინანებს
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ ,შენ გებარებოდე
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე,უმშობლე,
როგორაც შენი ზნეაო!
 .-ეს სიტყვები დედას მიუძღვნა და ამით უთხრა, ხომ გეუბნებოდი: ,,ნუ მოხვალ, მიწას ეფარე, მოსვლაში არა ყრიაო“. ეუბნებოდა: მე ხომ გაფრთხილებდი, ვერ გაუძლებ მთის ჯაფას და ტანჯვასო.
           -ასე დაიტირა თავისი სიყვარული ვაჟამ.
   გაუძნელდა ოჯახს უქალობა, მოაკლდათ ბავშვებს დედის მზრუნველი ხელი.აუტანელი გახდა ცხოვრება.
   დაღონებული დადიოდა თურმე მთის არწივი,გულში იხვევდა დარდს,მაგეამ დრო მკურნალიაო და ისიც შეეგუა  უბედურებას.

1904 წელს დაქვრივებული ვაჟა ცოლად ირთვას ნინო (თამარ) დიდებაშვილს, მასთან  ვაჟი შეეძინება.




                          ვაჟას  კიდევ ერთი სიყვარულის ისტორია 
ნინო ფურცელაძე ლამაზი ქალი ყოფილა,ვაჟას  ჰყვარებია.ვაჟას უთქვამს:თქვენ მთაში ვერ გაძლებთ,მე კი- ბარადო.
 როცა გარდაცვლილა ნინო ,დებს საფლავში ვაჟას ფოტოს ჩაუყოლებიათ.
„ მე ვაჟას მეტა არავის გავყვებიო“ უთქვამს და სიკვდილამდე უცდიდა თურმე.
როცა ქაშვეთში ვაჟას ცხედარი დაასვენეს,თმაგაშლილი და გაჭაღარავებული მანდილოსანი შევიდა, კართან ჩაიჩოქა და ტირილი აღოხდა.
 მამაკაცებმა ერთმანეთს ანიშნეს,ბოლოში მდგარმა ხელი მოჰკიდა მოქვითინეს და ძლივს გაიყვანა ეზოში,ეს იყო ნინო,ამის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია“
„ არვ ჩარგლულა დაგინახავს,არც ჩარგალის მთები,
ცრემლებსა და მოლოდინში გაგითეთრდა თმები,
განა მართლა,განა მართლა ვერ გაძლებდი ფშავში,
შენზე ნაზი პირიმზენი ქარაფებზე წვანან,
ნაზი ქალი ფშავის მთებში ვერ გაძლებდი განა?
რა  ყოფილა სიყვარული ,გულში ცეცხლად დარჩა.
სულ პატარა სიყვარული და უზომო ტანჯვა!
რა ყოფილა სიყვარული გულში ჩარჩა თრთოლვით
რა ყოფილა სიყვარული,რაღა დარჩა ბოლოს?
იმედები,იმედები,იმედები მხილოდ!
დაუგვიდი ბანს და ერდოს,აუნთებდი კერას,
ყაისნაღით მოუქსოვდი წინდასა და პერანგს,
სტუმრისადმი შესახვედრად გააღებდი კარს,
და არაგვზე ჩაიყვანდი იორღას და ხარს.
რა ყოფილა სიყვარული ქალს გაქცევდა მუხად,
გილში არც კი გაგივლია მთის ცხოვრების შიში,
მასთან ერთად აიტანდი სიცივეს და შიმშილს,
დაუზრდიდი ობოლ ბალღებს,როგორც ღვიძლი დედა...
გძინავს მძიმედ და ჩურჩულებ უკვდავების რომანს,
რა ყოფილა სიყვარული ვერ წაშალა დრომაც,
დრო წასულა,ვაჟა დარჩა ,სიყვარულიც დარჩა.
დრო წასულა ვით ჩარგლურა,წლებიც ისე მიდის,

რა ყოფილა სიყვარული,სიყვარული დიდი!



Комментариев нет:

Отправить комментарий