ბიოგრაფიული მონაცემები

ვ ა ჟ ა  
ფ შ ა ვ ე ლ ა

ვაჟა–ფშაველა. ნამდვილი სახელი–ლუკა რაზიკაშვილი. დაბადებული სოფელ ჩარგალში 1861 წ 14 ივლისს.

რთი გადმოცემის თანახმად, ვაჟას შორეული წინაპრები მოხევეები ყოფილან, სოფელ სნოდან. რაზიკაშვილთა წინაპარი ხევსური ყოფილა, გოგოჭური. თვით ვაჟა ამას იამაყით აცხადებდა და ფსევდონიმადაც წერდა ,,ჟულაკა გოგოჭურს.“
ახალდაბადებულს შავი თმა თვალებზე ჰქონია ჩამოფარებული.მნახველებს უთქვამთ,ეს თმიანობა იმისი ნიშანია,დავლათიანი იქნება,სახელიანიო.პავლეს,ვაჟას მამას,სოფლის მღვდელს,თავის ექვს შვილში ეს მესამე განსაკუთრებით ჰყვარებია.
ვაჟა ათ წლამდე ჩარგალში იზრდებოდა.შემდეგ–თელავის სასულიერო სასწავლებელი,სადაც ჯოჯოხეთი ტრიალებდა „ალფა,ბეტას“ ზეპირობის გამო.ვაჟა ბუხარში იჯდა და იქიდან უყურებდა ამ საშინელებას.დიახ,ბუხარი იყო მისი სკამი მთელი ორი წელი,რადგან ადგილი აღარ იყო შეგირდისთვის.
1877 წელს ვაჟა სწავლას აგრძელებს თბილისის ალექსანდრეს სახელობის ორკაციან სამოქალაქო სასწავლებელში.შემდეგ გორის სემინარიაში.1882 წელს ვაჟა გაანაწილეს სკოლის მასწავლებლად სოფ.ტოლათსოფელში.შემდეგ ისევ გორი.თავად ამილახვრის ოჯახში შინამასწავლებლად მიწვევა და აქვე დაოჯახება ამილახვრის უკანონო შვილზე,კეკე ნებიერიძეზე.
22 წლის ვაჟა სწავლის გასაგრძელებად პეტერბურგს მიემგზავრება. ხელმოკლეობის გამო ერთ წელიწადში უკან ბრყნდება
იმ დროს საქართველოში გავრცელებული იყო მუშტი–კრივი,თუ როგორი მოკრივე იყო ვაჟა,ამაზე მეტყველებს პეტერბურგში მისი ყოფნის ერთი ეპიზოდი.
პეტერბურგში ყოფნის დროს, ვაჟას და გიორგის (ვაჟას უფროს ძმას) ფული სრულიად გამოლეოდათ.შეხვედრიათ ნაცნობი გერმანელი სტუდენტი,რომელსაც უთქვამს: „წამოდით, ბილიარდი ვითამაშოთ და ვინც წააგოს,სადილი იმან გადაიხადოსო.“ არც იმას ჰქონია ფული და გაპარულა. ბილიარდის ფულის გადახდაზე ამტყდარა მთელი მუშტი–კრივი. როგორც შემდგომში გაირკვა, ვაჟას უცემია ცნობილი ბოქსიორი.
დიდმა პოეტმა პეტერბურგში ყოფნისას დაუდო სათავე ფსევდონიმად „ვაჟა–ფშაველას“ ხმარებას.მანამდე კი მისი ფსევდონიმები იყო: „ლ.რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ და ა.შ.
ვაჟა–ფშაველა პეტერბურგში შეარქვა თუშმა მეგობარმა დიმიტრი ცისკარიშვილმა.მან, როგორც მთიელმა,იცოდა ფშავ–ხევსურეთში „ვაჟა“ ბიჭს, კარგ ბიჭს, ვაჟკაცს რომ ნიშნავდა.
1886 წლიდან კი მწერალმა ფსევდონიმი „ვაჟა–ფშაველა“ სახალხოდ დაიმკვიდრა. ვაჟას მერეც უხმარია სხვადასხვა ფსევდონიმი: „მწარია“, „ჟულაკა გოგოჭური“, „ფშაველა ვეფხვაიძე“, „ველაფშა“, „ვ–აფ–ლა“, და სხვა.
გადის წლები. გამოყრუვდა „ღვდლიანთ სახლი“. ძმები წავიდ–წამოვიდნენ. ერთადერთი და მართაც ყვარელში გათხოვდა. დარჩა მარტო ვაჟა თავისი მეუღლით და წვრილშვილით მძიმე ცხოვრების პირისპირ. ვაჟა ამ დროისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო ( 30 წლისა), მაგრამ ჯანმრთელობა უკვე შერყეული ჰქონდა. ეს უყო „ციმბირის წყლულმა“, თვალიც იმისგან ჰქონდა დაზიანებული. თვალის ქუთუთო ჩამოფხავებული დარჩა და ცრემლმდინარი. ასეთი თვალის გამო ფშაველებმა „რაზიკაანთ დევს“ „ცალთვალა“ დაუმატეს და ახლა „ რაზიკაანთ ცალთვალა დევს“ ეძახდნენ.
1902 წელს ვაჟას გარდაეცვალა საყვარელი მეუღლე კეკე– მეხუთე შვილზე უმტყუნა. ლექსს გაანდო თავისი წუხილი.
„იას უთხარით ტურფასა,მოვა და შეგჭამს ჭიაო...
მიწავ,შენ გებარებოდეს, ეგ ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, უმშობლე, როგორიც შენი ზნეაო“ 
მალე ვაჟა ირთავს მეორე ცოლს– თამარს. თამართან ვაჟას ერთი შვილი შეეძინა, ვახტანგი. ეს იყო ვაჟას მეხუთე შვილი.
1915 წელი. ვაჟამ მთელი ზამთარი იავადმყოფა. ივლისის 27–ში კი, წმინდა ნინოს ლაზარეთში გარდაიცვალა.
ვაჟა დამარხეს თბილისში, დიდუბეში, ფშაური წესისა და დატირების გარეშე. ფშავში კი წესი დაუყენეს და დაიტირეს დამარხვის გარეშე. ვაჟას ნაბადი გაშალეს ეზოში და ზედ დააწყეს მისი ხმალ–ხანჯალი, თოფი, ფარი.
გარდაცვალებიდან ოცი წლისთავზე ვაჟას ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდაზე გადაასვენეს. ეს ვაჟას ნათლულმა, დიდმა ქართველმა პოეტმა გიორგი ლეონიძემ და „ცისფერყანწელებმა“ გააკეთეს.


                     ვაჟა-ფშაველას ცხოვრება-მოღვაწეობა 




             ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ. ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა - ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნეგრა შვილებს სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როცა იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახრეხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას.


           ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე. რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. მაგრამ აბა რა სიკეთე იქნებოდა იმ სასწავლებლიდან, სადაც ბავშვი საკუთარ მეობას, ეროვნებასა და მშობლიურ ენას ივიწყებდა. თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით ვეღარ განაგრძო სწავლა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში და გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა. აქ ვაჟა გულმოდგინედ სწავლობდა. უკვე განესაზღვრა თავისი მომავალი - საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება იქნებოდა მისი საქმიანობა.
სემიანარიაში სტუდენტები ხელნაწერ ჟურნალს - „რიჟრაჟს“ გამოსცემდნენ. ვაჟა-ფშაველა ამ გამომცემლობის აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მალე მისი თარგმანები და ლექსები გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „იმედში“ გამოჩნდა. ამ  დროს იგი მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ კი პეტერბურგში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მიატოვა,  სამშობლოში დაბრუნდა და ჩარგალში დასახლდა. ვაჟას წვრილშვილი ჰყავდა და ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ჯაფის გაწევა უხდებოდა. იგი ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს მაინც ვერ აღწევდა. როგორც ამბობენ, ჯან-ღონე კი დიდი ჰქონდა, მაგრამ მეურნის გონება კი - არა, რადგან მისი ფიქრი სულ სხვაგან ჰქროდა. როცა „თავისი ანგელოზები“ ეწვეოდნენ, მუშაობას თავს მიანებებდა და დიდი მოწოდების აღსასრულებლად გარბოდა. ერთხელ ცოლმა უსაყვედურა: ჩვენ საჭმელი არა გვაქვს, შენ კი სულ ჯღაბნი და ჯღაბნიო. ვაჟას გასცინებია და უპასუხნია: ეეჰ, შე საწყალო, უსწავლელი ხარ და რა გითხრა. ნასწავლი რომ იყო, მაგ სიტყვას არ გაპატიებდიო.

http://presa.ge/new/img/multimedia/a17678.jpgვაჟა არა მარტო ბუმბერაზი მწერალი, ბუმბერაზი პიროვნებაც იყო. იმდენი ქება-დიდება, მოწონება ესმოდა, მაგრამ იგი ისევ უბრალო, თავმდაბალი ვაჟა იყო, საყვარელი ვაჟა, გაჭირვებაში მყოფი, ვაჟკაცურად მებრძოლი ამ გაჭირვებასთან (დავით კლდიაშვილი).
მძიმე შრომამ და შეჭირვებამ ვაჟას მალე შეურყია ჯანმრთელობა. მას ფილტვის პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა. ქართულმა სიტყვაკაზმულმა საზოგადოებამ ისარგებლა მგოსნის გამოკეთებით და ლიტერატურული საღამო გაუმართა, რომლის ბოლოსაც ვაჟას მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით - „ქართული პოეზიის არწივს“.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ხალხს ძლიერ უყვარდა. იგი მიუწვევიათ ქუთაისში, გორში, ჭიათურასა და ფოთში. დიდად აფასებდნენ იმდროინდელი გამოჩენილი მოღვაწენიც. ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით ამბობს: „ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთო“. ვაჟაც, როცა კი თბილისში წამოვიდოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან შეივლიდა, იმ ხურჯინს იქ დაბერტყავდა. შემდეგ კი ეს მარგალიტები ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აბრჭყვიალდებოდნენ ხოლმე.



http://burusi.files.wordpress.com/2009/06/183.jpg?w=484

მუხთალმა სენმა ვაჟას თავი მაინც არ ანება. მიუხედავად ექიმთა მცდელობისა, ვეღარ უშველეს. 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, გარდაცვალებიდან 20 წლისთავზე კი მთაწმინდაზე აასვენეს, რადგან ტიციან ტაბიძისა არ იყოს „მთაწმინდა ისე არავის ეკადრება, როგორც ამ მართლა წმინდა მთას“.




Комментариев нет:

Отправить комментарий