ფშავის ისტორია

                                                 ფშავის ისტორია
  ფშავი  საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. ისტორიულად იგიხევსურეთთან ერთად ფხოვად იწოდებოდა. უძველეს წყაროებში სწორედ ფხოვიგვხვდება, ფშავი და ხევსურეთი შედარებით გვიან დამკვიდრებული სახელწოდებებიაფშავი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. ისტორიულად იგი ფხოვად იწოდებოდა. კულტურული ძეგლებით და მრვალფეროვანი დასვენებით მიმზიდველ ტურისტულ ზონას წარმოადგენს, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი დამსვენებლებისთვის.
  ფშავი მდებარეობს დუშეთის რაიონში ფშავის არაგვის ხეობაში, ჩრდილოეთ განედის 4215'-4230' და აღმოსავლეთის გრძედის 6225'-6250' შორის. მისი ფართობი დაახლოებით 550კვ. კმ-ია. ფშავს ესაზღვრება: ჩრდილო-აღმოსავლეთით - კავკასიონისმთავარი ქედი, რომელიც მას ჰყოფს თუშეთისა და პირაქეთა ხევსურეთისაგან, დასავლეთით - პირაქეთა ხევსურეთი, გუდამაყარი, ხანდო და ჭართალი, სამხრეთით -შიდა ქართლი, აღმოსავლეთით - ერწო-თიანეთი. ფშავი ორად იყოფა: ფშავის არაგვისსათავიდან ორწყლამდე უკანა ფშავის თემია, ხოლო ორწყალს ქვემოთ, ფშავის არაგვის ქვემო წელში, მაღაროსკარის თემი. გეოგრაფიულად ფშავი მდებარეობს ქართლ-კახეთის საზღვარზე და წარმოადგენს ამ ორი კუთხის მთიანეთს, მაგრამ ტერიტორიულ-ადმინისტრაციულად ფშავი წინათ კახეთის პროვინციაში შედიოდა, ხოლო თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ფშავის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში. სამხრეთი საზღვარი იწყება შარახევიდან და ორწყალ ფშავის ხევით (შუაფხო-უკანაფშავი) მიემართება აღმოსავლეთით და ეკვრის კავკასიონის მთავარ ქედს. ფშავის ზედაპირი სამხრეთით დაგეზებულია. იგი თუშეთ-ხევსურეთისაგან შედარებით უფრო დაბალია.
მოსახლეობა
ფშაურიმოსახლეობადღესგაფანტულიამდინარე არაგვისივრისილტოს და ალაზნისსათავეებში, მათი დიდი ნაწილი ცხოვრობს პანკისის ხეობაშიფშავლები ცხოვრობენ აგრეთვე გომბორში, ერწო-თიანეთში და შირაქში, მაგრამ ფშავის ძირეული მოსახლეობა და მისი ისტორიულ-გეოგრაფიული ტერიტორია მოქცეულია ფშავის არაგვის ხეობაში

დიალექტი[

ფშაური კილო აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტთა .. ფხოური ჯგუფის ერთი წევრია და ამ ჯგუფის სხვა წევრებთან შედარებით თავისებურ მდგომარეობაშია. როგორც მისი პირველი მკვლევარი . შანიძე აღნიშნავდა, "ფშაურს ცოტა მოშორებული ადგილი უჭირავს, რადგანაც დროთა განმავლობაში, ქართლ-კახეთის სიახლოვის გამო მას მეტი გავლენა დასტყობია ბარისა"
     ფშაურმა კილომ ქართველი საზოგადოების ყურადღება ვაჟა-ფშაველასა და მისი ძმების სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისთანავე მიიპყრო, მათს შემოქმედებაში ფშაური დიალექტური ფორმების უხვმა და პრინციპულმა ხმარებამ მკითხველთა თუ კრიტიკოსთა მკვეთრი (ძირითადად უარყოფითი) რეაქცია გამოიწვია.
ენას გიწუნებ, ფშაველო,
მგოსანო მაღალ მთისაო,
თუმც კი გვითესავ მარგალიტს!..
მკითხველიც იმას მკისაო!
         ჯერ არ ვყოფილვარ ფშავეთში,
         მაგრამ კი ვიცნობ ცნობითა;
        შენ დამიხატე ის მხარე 
ფშაურის ჭკუა-გრძნობითა.
და რაც არ გადმოგიცია
მის შვენებაზე ენითა,
მე თვითონ მივხვდი ყოლიფერს,
შენთანვე აღმაფრენითა.

Комментариев нет:

Отправить комментарий