პროექტის გეგმა

       სასწავლო პროექტის გეგმა
1.პროექტის სახელი :
ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა
2.პროექტის მთავარი იდეა ( თემა) 1-2 წინადადება
ვაჟა- ფშაველას  ბიოგრაფიული ცნობები,მოგონებები,შემოქმედება
( პროექტის დაწერა გადაწყვიტეს მოსწავლეებმა მას შემდეგ,როდესაც ექსკურსია მოვაწყეთ ფშავში.მათ ნახეს  თუ როგორ ცხოვრობდა ვაჟა-ფშაველა.პროექტის იდეა იქვე დაიბადა.გადავიღეთ ფოტოები და ვიდეო.)
3.პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები შეიაწავლიან ბუმბერაზი მწერლის ,ვაჟას, შემოქმედებას,გაეცნობიან მის დუხჭირ ცხოვრებას.
მოიპოვებენ ინფირმაციას
4. პროექტის მიზნები:
ინტერვიუს აღება,გამოკითხვის ჩატარება,მასალების დამუშავება ისტ-ი მეშვეობით.
სტატიის მომზადება;
თანამშრომლობითი,საკუთარი აზრის ნათლად ჩამოყალიბების,გამოთქმისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევის განვითარება;
მოსწავლეთა შემოქმედებითი (სხვადასხვა სახის წერითი ნამუშევრები)და საპრეზენტაციო უნარების განვითარება.
5.მოსწავლეთა ასაკი : VIII კლასი
6.ვადა/ ხანგრძლივობა :  1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ჩანაწერები;
ექსკურსია ფშავში;
ფოტო-მასალა;
ვიდეო-მასალა;
ესეები;
სტატიები კედლის გაზეთისთვის;
პროექტის ვებ-გვერდი;
მოსწავლეთა მიერ გაკეთებული  პრეზენტაცია  poverpoint-ში
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი მასალები:
კომპიუტერი.ინტერნეტი,ციფრული კამერა:
საჭირო ლიტერეტურა:
ფორმატისა და  თაბახის ფურცლები.
9.პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები ):
აქტ,1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის იდეის გაცნობა:( შენიშვნა: მოსწავლეებს ამ ეტაპზე თვითონ დაებადათ პროექტის იდეა)
აქტ.2. მოსწავლეების მიერ ამ თემასთან დაკავშირებული მათთვის საინტერესო აქტუალური კითხვებისა და პრობლემის ჩამოყალიბება;
აქტ.3.ორგანიზებული საკითხები:
ჯგუფების შექმნა;
ფუნქციების განაწილება;
კონკრეტული დავალებების მიცემა.
აქტ.4. მუშაობის დაწყება:
I კვირა:   პროექტის დაწყებამდე  გავაკეთებ ბუკლეტებს და დავურიგებ მოსწავლეებს.თავდაპირველად  ვიმუშავებ  კითხვა-პასუხის რეჟიმში-ვიცი-მინდა ვიცოდე-გავიგე.,რათა დავადგინო მოსწავლეთა საბაზისო ცოდნა.ასევე დავეხმარები წარსული ცოდნის გახსენებაში.დავაკვირდები როგორია მოსწავლეების დამოკიდებულება  საკითხის ირგვლივ,შეადგენენ სამოქმედო გეგმას, მივცემ მითითებას საკითხთან დაკავშირებით თავიანთი ნააზრევი დღიურებში დააფიქსირონ.
II კვირა: მოსწავლეები იყოფიან  ჯგუფებად,მსჯელობენ პროექტის საკითხების,ფორმატისა და აუდიტორიის შესახებ.ამ ადებენ ბროშურებს,წერენ ესეებს.ამზადებენ საგაზეთო სტატიებს.პროექტის მიმდინარეობისას პერიოდულად შევხვდები თითოეულ ჯგუფს და განვიხილავ მათ სამოქმედო გეგმას,რათა მუშაობა სწორი მიმართულებით წარმართონ.მოვახდენ მოსწავლეთა განმავითარებელ  შეფასებას.
IIIკვირა:პროექტსთვის მოძიებულ ინფორმაციას  დაწვრილებით განვიხილავთ. მომოემზადებიან პრეზენტაციისთვის.გამოუშვებენ გაზეთს,,ვაჟა-ფშაველა-მთის არწივი
  IVკვირა : მას  შემდეგ ,რაც ყველა გუნდი მზად იქნება ისინი  წარსდგებიან  აუდიტორიის წინაშე,სადაც მოვიწვევ მშობლებს,ადმინისტრაციას,   მოსწავლეების ნააზრევი შეჯამდება შეკითხვებით;   დასასრულ მოვახდენ მოსწავლეთა ქულობრივ შეფასებას
აქტ.5. მასალას განვათავსებთ ბლოგზე
აქტ.6. პროექტის შეფასება:
დაკვირვებისა და ანლიზის ობიექტი შეფასებისას იქნება:
ინფორმაციიც მოძიება და ორგანიზება:
პრეზენტაციის უნარი:
მსჯელობა ( დამაჯერებელი )
წერითი სამუშაო.
10.საგნებთან / საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი :
ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას   და  შეძლებენ  უკეთესად განახორციელონ პროექტები შემდეგ საგნებში : ისტორია,გეოგრაფია ,ხელოვნება.
ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში ( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში,პრეზენტაციის მოწყობა,ვებ-გვერდის შექმნა)
ქართული ენა და ლიტერატურა:
ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.  
ქართ. VIII. 3. აუდიტორიის წინაშე მოხსენებით გამოსვლისას მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის ეფექტიანობის გასაძლიერებელი ხერხების გამოყენება.
ქართ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია  ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.                         
ქართ. VIII. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვაოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია. 
ქართ. VIII. 11. მოსწავლეს შეუძლია დაწეროს თხზულება სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა აუდიტორიისათვის.
ქართ. VIII. 13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო რეფერატის დაწერა ერთი ან რამდენიმე წყაროს მიხედვით
ქართ. VIII. 14. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის კონსპექტის შედგენა შესაბამისი წესების დაცვით.
ქართ. VIII. 16. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის ორგანიზებისათვის.
11. პროექტის ხელმძღვანელი ( მასწავლებელი)
 მარინა ნოზაძე,  ხაშურის  N 5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და  ლიტერატურის მასწავლებელი
12. პროექტის ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:   mnozadze1966@gmail.com

13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:   intelmarinenozadze.blogspot.co

Комментариев нет:

Отправить комментарий